გჯერათ მსოფლიო საიდუმლო მთავრობის არსებობის ? გჯერათ მსოფლიო უხილავი ძალაუფლების ცენტრის არსებობის ? აბა როგორ უნდა გადარჩეს პლანეტა,დედამიწა თავისი ბრიყვი მოსახლეობისაგან? ვინმემ ხომ უნდა მოაწესრიგოს მდიდართა და ღარიბთა შორის ბალანსი,ვინმე ხომ უნდა იყოს იმის სადარაჯოზე რომ ატომური ბომბის ღილაკზე უკონტროლო დაჭერა არ განხორციელდეს,ვინმე ხომ უნდა ზრუნავდეს რომ დედამიწის გულიდან ენერგეტიკული მასალა არ გამოასუფთავონ ბოლომდე,ვინმე ხომ უნდა იყოს იმის სადარაჯოზე რომ ,თუ შენი აზრები ან ფერი არ მოეწონებათ ამისათვის დილეგში არ ჩაგაგდონ ან–და სულაც სიცოცხლეს არ გამოგასალმონ. ეს ყველაფერი ''მათ'' იცოდნენ და ყველაფერს მშვენივრად აცნობიერებდნენ და ამისათვის ერთიანდებოდნენ,უბრალო ხალხში მათ მასონები ჰქვიათ. ისინი კი კომისიებში და ბანკებში გაერთიანდნენ და მდიდართა და ღარიბთა ბალანსის დაცვას ცდილობენ. მათი თვისებებია:ჭეშმარიტების სიყვარული,თანაბარუფლებიანობის გრძნობა და ხალხთა პატივისცემა. ''მსოფლიო მთავრობა მეფური ხელოვნებაა''–ამბობენ ბილდერბერგის კლუბში. ''ბილდერბერგის კლუბი''–იგივე მსოფლიო საიდუმლო მთავრობაა? მას ემორჩილება უსიტყვოდ ყველა თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწე ? ამ კეთილშობილი ხალხის მიზანია დედამიწის მოსახლეობას ჰქონდეს 3 უფლება :სიცოცხლის,თავისუფლებისა და რწმენა ბედნიერებისა.ზუსტად ემთხვევა ამერიკის კონსტიტუცია? ჰო,რა ვიცი შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა. ამბობენ დედამიწაზე 32370 მასონთა ლოჟა არსებობს 6155000 წევრით,მათ აქვთ ორდენები და ჰყავთ მაგისტრები,და რომ ეს დიდი საიდუმლოა .საიდუმლოა ის,რაც საიდუმლოდ ინახება ასე არ არის ? მასონები თავიანთ არსებობას მალავენ მხოლოდ იმ ქვეყნებში ,სადაც მათი საქმიანობა კანონით ისჯება ან და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა აუტანლად ბრიყვი და განუვითარებელია .იმ ქვეყანაში სადაც დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ესაუბრება ''გასტრონომის'' გამყიდველს მასონურ ''სოროსის'' ფონდზე ალბათ ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს აკრძალული მასონური საქმიანობა.ვითომ არიან საქართველოში მასონები? ან არიან ან არა,როგორც იტყვიან ორი ვარიანტია.არადა რა აუცილებელია აქ რომ იყვნენ ...

 
Make a Free Website with Yola.