|
||||
ალკოჰოლ ბარი 2007 წელს გაიხსნა. ჩვენი ბარი არის სუფთა ამერიკული. ანუ პროგრესული ქართული,ბარაქიანი დახლითა და მაღალი ჩამოსაჯდომი სკამებით,მყუდრო და რბილი ტახტებით.უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების სრული მენიუთი და 100 ზე მეტი ალკოჰოლიანი კოკტეილით,ჩვენ ბარში არის პრაკტიკულად ყველა ის კოკტეილი რომელსაც შეხვდებით მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის ბარ–რესტორანში. ამ ბარში ცხელი შოკოლადი შოკოლადით მზადდება და არა კაკაოთი,ამ ბარში კუბური სიგარა მართლა კუბის კუნძულიდანაა და ტენიანობის სპეციალურ ყუთშია შენახული .ჩვენ ბარში სტეიკი გამშრალი ხორცის ნაჭერი კი არა წვნიანი ,ცვრიანი ფაფუკი და ახალი ხორცია ,მორთმეული ხის დაფაზე. ბარში ასევე არის ''საბვეის'' ქსელის სენდვიჩები ,ნამდვილი იტალიური პიცები ,უგემრიელესი უალკოჰოლო კოკტეილები ნაირ–ნაირ ხილის მილკშეიკები და სმუზები ,მშვენიერი ფრანგული ბლინები,ყავის და ჩაის ფართო ასორტიმენტი და მრავალი სხვა რამ. აგრეთვე გთავაზობთ WI-FI სერვის . ალკოჰოლ–ბარში ნახავთ სიმყუდროვეს,გარსონების ღიმილს და ყველაფერ იმას რასაც შეხვდებით მთელი ცივილიზებული სამყაროს ქალაქების ბარ–რესტორნებში. ანუ თუ ხართ გონებაგახსნილი და ცივილიზებულად მოაზროვნე და გსურთ თბილისიდან გაუსვლელად ამოყოთ თავი ამერიკის ან ევროპის ჩვეულებრივ ბარში მობრძანდით აქ:ი.აბაშიძის 41–ში მდებარე ''ალკოჰოლ–ბარში'' |